HRW-ის ანგარიში ენჯეობის შეფასებებსა და აღქმებს ეყრდნობა – სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ მარტის აქციებზე პოლიციამ საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით იმოქმედა, კანონთან დაკავშირებით კი, ყველა დარწმუნდა, რომ ის საჭირო იყო – პაპუაშვილი

მსოფლიო ანგარიში 2024 – Human Rights Watch- წლიურ დოკუმენტს აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა არათანაბარი იყო.
პოლიტიკაში ყველაზე მწვავე საკითხად დასახელებულია 12 პრიორიტეტული პირობის შესრულება, რომლებიც ევროკავშირმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუსახა. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ხელისუფლება შეეცადა, მიეღო კანონი “უცხოეთის აგენტების” შესახებ.
უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილთა მიმართ.
ანგარიშის ავტორები საუბრობენ “თბილისი პრაიდის” ფესტივალის ჩაშლაზეც, რომლის ჩატარების ადგილი მემარჯვენე რადიკალებმა დაარბიეს. “ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ შევიდა ლგბტ უფლებები“, – წერია ანგარიშში.
ანგარიშს ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, .
“ეს ანგარიში ენჯეობის შეფასებებს, აღქმებსა და ხედვებს ეყრდნობა. გასაგებია, რომ ეს მათი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. რაც შეეხება მარტის აქციებსა და პოლიციის მოქმედებებს, ყველა ამ საკითხზე სტრასბურგმა თქვა, რომ პოლიცია იყო მართალი და მტყუანი იყო ენჯეოსექტორი, მტყუანი იყო ყოფილი ომბუდსმენი და მტყუანი იყო იყვნენ ყოფილი დიპლომატები. ასე რომ, საქართველოს პოლიცია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებს, ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებებით. რაც შეეხება კანონს, მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ეს კანონი საჭირო იყო. დღეს არის ფარული დაფინანსება პოლიტიკის უცხოური წყაროებიდან, ევროპის დემოკრატიის ფონდი პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ჩუმად, ისე, რომ არ ასაჯაროებს ამას არც საქართველოს მოქალაქეებისთვის და არც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. პირდაპირ აფინანსებს ექსტრემიზმს,“ – ამბობს შალვა პაპუაშვილი.