პოლიციის კაპიტანი ყელის არეში დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს 1991 წელს დაბადებული მ.გ. , რომელმაც პოლიციელი – “ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა” – “სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას”.
გამოძიების თანახმად, შემთხვევა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მოხდა. ბრალდებულმა დაზიანება პატრულ-ინსპექტორს, პოლიციის კაპიტნის – 1993 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს მიაყენა.
დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული, ცხელ კვალზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ამოღებულია
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით
მიმდინარეობს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი