მოდელი ლიკა შენგელია საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს და აცხადებს, რომ ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი მას და მის ოჯახის წევრებს ქიმიური სითხის შესხმით ემუქრება.
“საქართველოს პროკურატურა, საქართველოს მთავარი პროკურატურა, თბილისის პროკურატურა, საქალაქო პროკურატურა – მე მოგმართავთ კატეგორიული მოთხოვნით! ამოიღეთ ხმა და გააკეთეთ სასწრაფო რეაგირება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის, გოგიაშვილის მიმართ, რომელიც არ ჩერდება და ყოველივე ზღვარს გადადის მისი ამხელა ცილისწამება, მუქარა და შეურაცხყოფა!
ჩემი 70 წლის დედა, ჩემი ძმა, ჩემი შვილები, ყველა ამ ავადმყოფის მსხვერპლია უკვე! მე მოგმართავთ და მოვითხოვ სასწრაფო რეაგირებას შემოტანილ საქმეზე! დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება და მოხდეს დანაშაულზე უმკაცრესად პასუხის მოთხოვნა! ამის ატანა უკვე ყოველივე ძალებს აღემატება…
სანამ მართლა არ აასრულებს მუქარებს და არ შეგვასხამს ქიმიურ სითხეს, მანამდე ვითხოვ დაიცვათ ჩემი და ჩემი პატარების უსაფრთხოება!“ – წერს ლიკა შენგელია.
- დაპირისპირება ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.
ისინი ერთმანეთს სტატუსებით დაუპირისპირდნენ. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. ლიკა შენგელიამ საკუთარ პროფილზე ფოტოები და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას თავს დაესხნენ და თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს.
თავის მხრივ, სალომე გოგიაშვილმა “ოჯახების დამანგრეველ ქალებზე“ დაწერა, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუწერია.