4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ბრალი ხვალ წარედგინებათ

მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს, პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ნადირაძეს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერ პაატა მაჯგალაძეს და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს პროკურატურა ბრალს ხვალ, 6 ოქტომბერს, 10:30 საათზე წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ ხუთივე პირი გასულ ღამეს 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დააკავეს.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დაკავებულებს “ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა”.

მუხლი, რომლითაც შსს-მ პოლიტიკოსები დააკავა 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება