რუბიო: ღაზაში ომი ჯერ არ დასრულებულა, პრიორიტეტია მძევლების გათავისუფლება

-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზაში ომი “ჯერ” არ დასრულებულა და აღნიშნა, რომ პირველი ფაზა იქნება ჰამასის მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება, ხოლო დეტალები, თუ რა მოხდება ამის მერე, ჯერაც დასაზუსტებელია.
რუბიომ ტელეკომპანია NBC-სთან საუბარში ასევე თქვა, რომ ჰამასი “პრინციპში” დათანხმდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას და მძევალთა გათავისუფლების გეგმას, და საამისო ლოგისტიკის კოორდინაციისთვის ახლა მიმდინარეობს შეხვედრები. “ისინი ასევე დათანხმდნენ, პრინციპში და ზოგადად, მიღებას იდეისა იმის თაობაზე, თუ რა მოხდება შემდეგ”, – თქვა რუბიომ და დასძინა, რომ ბევრი დეტალი უნდა გამოიკვეთოს.
რუბიოს თქმით, -ს “ძალიან მალე” ეცოდინება რამდენად სერიოზულად ეკიდება ჰამასი ამ პროცესს – ეს გამოჩნდება მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითხზე.
“პირველი პრიორიტეტი, რომლის მიღწევასაც, ვიმედოვნებთ, ძალიან სწრაფად შევძლებთ, არის ყველა მძევლის გათავისუფლება, ისრაელის მხრიდან უკან დახევის სანაცვლოდ” ყვითელ ხაზთან, სადაც აგვისტოში იყო განთავსებული, თქვა რუბიომ. მისი თქმით, ღაზის გრძელვადიანი მომავლის გადასაწყვეტად მეორე ფაზა “კიდევ უფრო რთული” იქნება.
“რა მოხდება მას მერე, რაც უკან დაიხევს ყვითელ ხაზთან?.. როგორ უნდა შეიქმნას ეს პალესტინური ტექნოკრატიული მმართველობა, რომელიც არ იქნება ჰამასი?” – თქვა რუბიომ.
5 ოქტომბერს, მოგვიანებით, ტელეკომპანია Fox News-სთან საუბარში რუბიომ თქვა, რომ გადაწყვეტილი არაფერია.
“ვერავინ გეტყვით, რომ 100-პროცენტიანი გარანტია არსებობს”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა