შსს დღეიდან ნებისმიერ შეკრებას “დამხობის მცდელობის” გაგრძელებად მიიჩნევს

შსს აცხადებს, რომ “დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში” ნებისმიერ შეკრებას “დამხობის მცდელობის” გაგრძელებად მიიჩნევს და მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად.
ეს განცხადება შსს-მ 5 ოქტომბერს გაავრცელა – 4 ოქტომბრის აქციის 5 ორგანიზატორის დაკავების შემდეგ და მოქალაქეების და პარტია ფედერალისტების დაანონსებული აქციიდან რამდნეიმე საათით ადრე.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად მიიღო პროპორციული ზომები კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად…
ამასთან, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამასთან, შსს არ აკონკრეტებს რა თარიღამდე მიიჩნევენ “ნებისმიერ შეკრებას” დამხობის მცდელობად.
რეაქცია
შსს-ს ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ასე მიმართა:
“თქვენი განცხადების ამ კონკრეტულ პასაჟს ვეხმაურები:აქციები არ შეჩერდება, აქციები იქნება მშვიდობიანი. და გუშინდელმა დღემ თუ რამე ცხადყო არის ის, რომ ვიღაც კანონიერი ქურდებით თავმომწონე გაზირებულ ყეყეჩებს საპროტესტო საზოგადოებაში არანაირი დასაყრდენი არ აქვთ. ათიათასობით ადამიანი იდგა ჯიუტად მშვიდობიანად რუსთაველზე, მაშინ როცა ავანტიურისტი ყეყეჩები მათ რაღაც შენობებში შეჭრისკენ მოუწოდებდნენ. არ გამოგივათ პროტესტის დაშლა სააკაშვილით ამჯერად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა