ალბომ Nevermind-ის ყდის საქმეზე სასამართლომ სასამართლომ Nirvana-ს წინააღმდეგ შეტანილი მესამე საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, 2021 წელს, სპენსერ ელდენმა, რომელიც 4 თვის ასაკში როკ ბენდ Nirvana-ს ალბომის Nevermind ყდაზე შიშველი გამოჩნდა, ლეგენდარულ ჯგუფს სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის უჩივლა.
ელდენმა პირველი სარჩელი ლოს-ანჯელესის სასამართლოში 2021 წლის 24 აგვისტოს შეიტანა – ის ამბობდა, რომ მას ამ ფოტოსგან სამუდამო ზიანი აქვს მიღებული, ხოლო მაშინ, როდესაც ის 4 თვის იყო, მის კანონიერ მეურვეებს არასდროს მოუწერიათ ხელი “სპენსერ ელდენის რომელიმე სურათის ნებართვით გამოყენებაზე და, რა თქმა უნდა, მისი გამოსახულების კომერციულ ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართვაზე”.
2022 წლის 4 იანვარს კალიფორნიის სასამართლომ დავა არასაკმარისი მტკიცებულების გამო შეწყვიტა, ხოლო ელდენმა მალევე სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
ბენდის დარჩენილმა წევრებმა საპასუხო სარჩელი 2021 წლის დეკემბერში შეიტანეს.
“ელდენის ჩივილი, რომ Nevermind-ის ალბომის გარეკანის ფოტო “ბავშთა პორნოგრაფიაა” არასერიოზულია” – თქვა ჯგუფის ადვოკატმა.
2022 წლის 4 იანვარს კალიფორნიის სასამართლომ დავა არასაკმარისი მტკიცებულების გამო შეწყვიტა, თუმცა ელდენს გასაჩივრების უფლება დაუტოვა – სპენსერმა საჩივარი ხელახლა შეიტანა.
Nevermind გრანჟ ბენდის რიგით მეორე, ყველაზე პოპულარული ალბომია, რომელიც 1991 წელს გამოვიდა.
tabula.ge
