მიხეილ ყაველაშვილი – როცა საუბარია აქციის დაშლაზე, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მართლაც სამაგალითოა! ბევრს შეუძლია გადაიღოს!

პარალელის გავლება შეიძლება – როცა საუბარია აქციის დაშლაზე, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მართლაც სამაგალითოა! ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, თუ როგორ იმოქმედონ სახელმწიფოს დაცვისთვის და უსაფრთხოებისთვის, ბევრს შეუძლია გადაიღოს! – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ “ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ყველას პასუხი გაეცემა, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იდგება“.
ყაველაშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტებს მიმართა, “იყვნენ მკაცრი ასეთი გამოვლინებების დროს“.
“ერთი რამ ყველამ დაიმახსოვროს – ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ს გზით შეიცვლება! არჩევნები წლიდან წლამდე უმჯობესდება და სამაგალითო ხდება.
გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს. დაინერგა ელექტრონული საარჩევნო სისტემა და ყველა კარგად ხედავს, რა მაღალ დონეზე ტარდება არჩევნები.
ვისაც საკუთარი ქვეყნის და საკუთარი სამშობლოს წინაშე ეს პასუხისმგებლობა გააჩნია, ვისაც მოქალაქეობრივი ვალდებულება გააჩნია, ყველა კარგად ხედავს თავის წვლილსაც და გზასაც. ვინც კიდევ ფიქრობს, რომ ძალადობრივად, როგორც მოესურვებათ ისე ააგოს პოლიტიკა და განვითარება, ეს დაბრძენებულ ქართველ ხალხში წარმოუდგენელია.
ქედს ვიხრი ჩვენი საზოგადოების წინაშე და ყველა ინსტიტუციას მადლობას მოვახსენებ.
მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუციებს, იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინებების დროს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.