110 კაცმა არ შეიძლება, მილიონ ასი ათას კაცს გადაუკეტოს ქუჩა – კობახიძე

ირაკლი უწყვეტი აქციის მონაწილეებს კოლექტიურ “ნაცმოძრაობად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ დაუშვებელია, 110 კაცმა მილიონ ასი ათას კაცს ქუჩა გადაუკეტოს. მისი მტკიცებით “ექსტრემისტული ჯგუფებს”, რომლებიც გარე ძალებით იმართებიან, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის უფლება არ უნდა მიეცეთ.
კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იგულისხმება ყველა უცხოელი აგენტი, რომელიც არ ასვენებს ჩვენს ქვეყანას, ამაში იგულისხმებიან ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის, ამისთვის გამოიყენება სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი, ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის, მაგალითად, „ფარი“, „ერთობა“ და ა.შ. ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობით, გასული ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, 50, 100, 150 კაცის მიერ ქუჩის გადაკეტვა. რა თქმა უნდა, ეს არასწორია – 110 კაცმა არ შეიძლება მილიონ ასი ათას კაცს გადაუკეტოს ქუჩა, – განაცხადა კობახიძემ.