რუსეთი ზაფხულის წარუმატებელ შეტევას უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმებით ნიღბავს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას.
მისი თქმით, ევროკავშირის უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.
„ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ, ვიდრე საჭირო იქნება: სანქციების შემდეგი პაკეტის დასრულება, დაფინანსების უზრუნველყოფა, იარაღის მიწოდება. რუსეთი არ გაჩერდება, ვიდრე იძულებული არ გახდება, ასე მოიქცეს“, – წერს კალასი.
