ესმა კუნჭულია: რა კავშირშია ვაშლი და პატრიოტიზმი?

ჟურნალისტი ესმა კუნჭულია:
#ესმუზეუმია რა კავშირშია ვაშლი და პატრიოტიზმი?
კითხეთ საკუთარ თავს რამდენი ჯიშის ქართული ვაშლი ან მსხალი იცით? და მიხვდებით რატომ არ არის დღეს საქართველო შვეიცარია;))
ბოლო 5 წელი წერილობით წყაროებში ვარ დატუსაღებული;))
იმიტომ, რომ 2010 წელს, როცა გულად და პურად საქართველოში კულინარიული ჟურნალი არ არსებობდა, ჩემი დანჯღრეული „ოპელი“ გავყიდე და პირველი ქართული კულინარიული ჟურნალი გამოვუშვი….
მერე და მერე წავიდაა და წავიდაა ბევრიიი კულინარიააა…
თითქოს საჭმელს ალყაში ვყავართ მოქცეული, ყველგან საჭმელია და ყველგან საჭმელზე საუბარი!!
და მაინც: არსებობს ცალკე, ჩუმად, თავისთვის ქართული სამზარეულოს ნამდვილი ისტორია და ამ ისტორიას შევყევი წინებში, წყაროებში, ბიბლიოთეკებში და ხელნაწერებში;
ეს არის ჩემი გააზრებული ცხოვრების წესი, იმიტომ, რომ არ ვაკადრებ მკითხველს, მაყურებელს ვითომ-ვითომ ისტორიებს!!
ტეხავს, როცა არანამდვილ ამბებს აფრქვევ – პოლიტიკაშიც და სამზარეულოშიც!
მე გიამბობთ ქართული სამზარეულოს ნამდვილ ამბებს, სულ წყაროებით რომელიც წესითა და რიგით ქვეყნის ეკონომიკას უნდა გამოადგეს და მჯერა, ეღირსება ასეთი მთავრობა საქართველოსაც!!
1873 წელს ჩემმა სულიერმა ისტორიულმა მეგობარმა პოეტმა რაფიელ ერისთავმა ცარიზმის ზრახვებისგან სულშეხუთულ ქართველებს „მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი“ გაუმზადა…
არ იყო ჯერ ამის დრო, მაგრამ მაინც დაწერა!!!
ეს ის დროა, როცა რაფიელ ესრისთავი თავის დას ბარბარე ჯორჯაძეს სამზარეულო წიგნის კეთებაში ეხმარება…
ერთად დაწერეს დიახ!
ეს ამბავიც ჩემი არქივებში ცხოვრებით გავარკვიე, თორემ დღემდე არავინ იცოდა, რომ პოეტი რაფიელ ერისთავიც ავტორია პირველი ქართული სამზარეულო წიგნისა!!!
ჰოდა, ამ მცენარეთა ლექსიკონში ცალკე აქვს სია მცენარეებისა, რომელიც ვერ თარგმნა, ვერააა… იმიტომ რომ იმდენად ქართული სახელები იყო, ლათინური შესატყვისი არ ჰქონდა…
ამ დავიწყებულ ხილს და ბოსტნეულს გაუმარჯოს ამ შაბათ დილით;)))
ინებეთ სახელები და დაფიქრდით: ეს ყველაფერი, რომ ქართულ ბაღ-ბოსტნებში მოდიოდეს, იქნებოდა თუ არა საქართველოს შვეიცარია ანდა სინგაპური?;)))
ყურადღება! ეს არის მხოლოდ რაფიელ ერისთავის შეგროვებული ის სია, რომელიც ვერ თარგმნა ლათინურად!!! და ვერც რუსულად!!
თორემ დაჯდა მერე დიდი ნიკო კეცხოველი და ყველაფერი აღწერა!! ამიტომ, თუ რომელიმე ვაშლი იცით და აქ არაა, ეს რაფიელის „ბრალია“ და არა შეცდომა ❤
ვაშლები:
თურაშაული,
მაჟალო,
რევაზბეგი,
სამეფო ვაშლი,
სირმა-ვაშლა,
ქამა ვაშლი,
ყარყარა,
შაქარ-ვაშლა,
ძუძუ ვაშლა,
სომანდული.
მსხლები:
ბორბალა,
გვერდწითელა,
გულაბი,
თავრუჯული,
მალაჩინის,
კაცის-თავა,
მილახური,
მკათათვისა,
საივანობო,
საყვითლია,
ყბაწითელა,
ხეჭეჭური;
ზოგიერთი მათგანი შემორჩენილია აქა-იქ სოფლებში, მაგრამ მოვა დრო გაქრება…
გაქრება იმიტომ, რომ ფეხებზე კიდია ყველას;
ცალკე მოგიყვებით რაფიელ ერისთავის შეგროვებულ სოკოებზე;)))
ჰო, რა ვიცი სად ვაშლი და სად პატრიოტიზმი? არადა ორივე ორივეა

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ეს დღეები „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის – მათ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები ისედაც ძლიერ სარჩელს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე, უკანონოდ დაატყვევა, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ ეროვნულ ტალღას ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს