კობახიძე: ჩავარდა ნაცმოძრაობის ლელო-გახარიათი ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა დიფსთეითმა

ქართული ოცნების პრემერმინისტრი ისევ კონსპირაციებზე საუბრობს და ირწმუნება, რომ “დიფ სთეითმა ნაცმოძრაობის ლელოთი და გახარიათი ჩანაცვლების გეგმა” მოამზადა. მისივე მტკიცებით, ეს გეგმა “პრაქტიკულად ჩავარდა”.

თვითმმართველობის ს შედეგებზე საუბრისას მან ლელოსა და პარტია საქართველოსთვის “ჩამოსაწერი” პარტიები უწოდა.

“პრაქტიკულად ჩავარდა ნაცმოძრაობის ლელოთი და გახარიათი ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა დიფსთეითმა. პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია. ლელომ მიიღო შარშან 180 ათასზე მეტი ხმა და ახლა მიიღო ამის ნახევარი იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად არ იყო კონკურენცია მათთვის ოპოზიციურ ფლანგზე. რაც შეეხება გახარიას პარტიას, წინა არჩევნებზე ჰქონდა 160 ათასზე მეტი ხმა მიღებული და ახლა მიიღო დაახლოებით 50 ათასი ხმა. ჩავარდა ჩანაცვლების პროექტი, ყველაფერი გაკეთდება ზოგადად იმისათვის, რომ ბოლომდე გავანეიტრალოთ ეს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო გუშინდელი არჩევნები და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ზრუნვას მომავალშიც გავაგრძელებთ”- თქვა მ.
ს წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება ლიდერობს.