რუსებმა ღამით უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაიბომბა ლვოვი, ჩერკასის ოლქი, ზაპოროჟიე, ივანო-ფრანკოვსკი და სხვა ქალაქები.
ლვოვზე თავდასხმის შედეგად, ქალაქის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქალაქში დროებით შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
ლვოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ რაკეტებით და დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ზაპოროჟიეში, რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამასთან, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.
