რუსეთის შეტევის შემდეგ, ლვოვის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ებრძვიან ხანძარს

ლვოვის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება, ქალაქში ხანძრის კერებია მას შემდეგ, რაც ს შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით, 5 ოქტომბერს, გამთენიისას.
უკრაინული წყაროების თანახმად, ლვოვში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.
“ეს იყო ძალიან მძიმე ღამე”, – წერს ტელეგრამარხზე ლვოვის მერი, ანდრეი სადოვი და მოსახლეობას ატყობინებს, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სამუშაოდ გამოდის, თუმცა კვლავ მოსალოდნელია შეფერხებები.
მანამდე მერი მოუწოდებდა მოსახლეობას – დარჩენილიყვნენ უსაფრთხო ადგილებში და დაეხურათ ფანჯრები.
იტყობინებიან, რომ ქალაქში, რამდენიმე ადგილას, კვლავ არის ხანძრის კერები, რაც უსაფრთხოების რისკებს ქმნის, მათ შორის, მავნე გამონაბოლქვის გამო. მოსახლეობას ფანჯრების დახურვას ურჩევენ. იტყობინებიან, რომ ხანძარია ინდუსტრიულ პარკში [Sparrow]. ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს ობიექტი სამხედრო დანიშნულების არ არის და მუშაობს თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სფეროში.
მედიის ინფორმაციით, გათენებისას, 07:00 საათისთვის, ლვოვში აფეთქებების ხმა ისმოდა. მუშაობდა ანტისაჰაერო სისტემა. ანდრეი სადოვი ატყობინებს ლვოველებს, რომ საჰაერო განგაშის დასრულების შემდეგ, “იწყებენ მტრის მიერ მიყენებული ზარალის აღწერას და შედეგების აღმოფხვრას”.
5 ოქტომბერს, გამთენიისას ცნობილი გახდა, რომ მსხვერპლი მოჰყვა შეტევას ქალაქ ზაპოროჟიეზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 და დაიჭრა 9 ადამიანი. დაზიანებულია 8 მრავალბინიანი და ამდენივე კერძო სახლი. ერთი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ დაინგრა. დაზიანებულია სხვა შენობებიც. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 67 ათასზე მეტი აბონენტი.
ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინებოდა მოწინააღმდეგის მიერ საავიაციო ბომბების გამოყენების შესახებ. შეტევის სამიზნე იყო ქალაქის არაერთი ნაწილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!

ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ ბრალს, რაც გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკადის მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას – მათ აქვთ სურვილი გამოძიებასთან ითანამშრომლონ

4 ოქტომბერის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით