ჩეხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ხმების 100%-იანი დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში პირველ ადგილზეა ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO.
ცესკო-ს მონაცემებით, ანდრეი ბაბიშის პარტიამ არჩევნებში ხმების 34.5% მიიღო და დეპუტატთა პალატაში 200 ადგილიდან 80 ადგილი მოიპოვა.
მეორე ადგილზეა მმართველი პოლიტიკური ალიანსი Spolu, რომელსაც ხმების 23.4% მიიღო (52 ადგილი).
სხვა ბარიერგადალახული პარტიები არიან: “მერები და დამოუკიდებლები”, რომელმაც არჩევნებში ხმების 11.2% მიიღო, “პირატული პარტია” – 9%, “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია” 7.8%, “მოტორისტები თავისთვის” – 6.8%.
გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრეი ბაბიშმა ANO-ს გამარჯვებას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ სურს მთავრობის ჩამოყალიბება პარტიების – “მოტორისტები თავისთვის” და “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია” – მხარდაჭერით.
