ულამაზესი ტორტი, მამის ემოციური სიტყვა და ენერგიული ცეკვა მეუღლესთან ერთად – გოჩა ჩერტკოევის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი

სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე, მსახიობი და ქორეოგრაფი გოჩა ჩერტკოევი ამერიკაში წარმატებით მოღვაწეობს. ის ქართველმა მაყურებელმა პირველად “იმედის” მეგა-შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო.
Streets of Blood – ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელშიც ჩერტკოევი ეპიზოდურ როლს თამაშობს. კრიმინალურ დრამაში მან შერონ სტოუნთან, ველ კილმერთან და რეპერ 50 Cent-თან ერთად ითამაშა.
ცოტა ხნის წინ ჩერტკოევი “ნოესთან” საკუთარ ბავშვობასა და ძმის გარდაცვალებას იხსენებდა:
– დავიბადე თბილისში. ბოლო, მეხუთე შვილი ვიყავი და ჩემი მშობლებიც უკვე ხანშიშესულები იყვნენ. დედაჩემი იმ დროს 50 წლამდე იყო. ძალიან გათამამებული ბავშვი ვიყავი, ყველაფერს მიკეთებდნენ, იმიტომ, რომ ყველაზე პატარა ვიყავი. მაგრამ ესაა პრობლემა – როცა მშობლები უკვე ხანშიშესულები არიან, იმხელა განსხვავებაა თაობებს შორის, იმის გარდა, რომ ძალიან კარგი დედა და მამა იყვნენ, არანაირი კავშირი არ მქონდა მათთან. ამაში რაღაც ნეგატიურიცაა და პოზიტიურიც.
როგორიც ახლა ვარ, ასეთი ვიყავი ბავშვობაშიც. სულ 5 დედმამიშვილი ვიყავით. ჩემი ძმა გარდაიცვალა. ჩემი დებიდან ერთი ვლადიკავკაზშია. ეს მართლა მაბრაზებს. აბსოლუტური პატრიოტიზმის თემაა, იმიტომ, რომ მთელი ჩემი არსებობით რუსეთს ბავშვობიდან პროტესტი გამოვუცხადე” – ამბობდა გოჩა ჩერტკოევი.
ამჯერად გოჩა ჩერტკოევის ვაჟმა ლევან ჩერტკოევმა თბილისში ქორწილი გადაიხადა. შენონ ჩერტკოევმა და ლევანმა ქორწილში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროდიუსერი და ჟიურის წევრები დაპატიჟეს.
სიძემ არჩევანი ქართულ ეროვნულ სამოსზე შეაჩერა. ნეფე-პატარძალმა სტუმრებთან ერთად ჩურჩხელებიც გაავლო. ქორწილში სიტყვით გამოვიდა გოჩა ჩერტკოევიც და სიხარული გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისმა შვილმა ქორწილი თბილისში გადაიხადა.