აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა ჰუსიტებზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა ხუთშაბათს განახორციელეს დარტყმები ჰუსიტების მრავალ სამიზნეზე იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად რაიონებში.
ეს მნიშვნელოვანი პასუხია მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების ჯგუფი დაზარალდებოდა წითელ ზღვაში კომერციულ გადაზიდვებზე სარაკეტო იერიშების განმეორების შემთხვევაში.
პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ჰუსიტებზე თავდასხმის ბრძანება პირადად გასცა.
-ს და კოალიციურმა ძალებმა „დარტყმები განზრახ განახორციელეს 60-ზე მეტ სამიზნეზე ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტი მებრძოლების 16 ლოკაციაზე, მათ შორის სარდლობისა და კონტროლის კვანძებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე“, ნათქვამია US Air-ის განცხადებაში.
კვირების განმავლობაში, აშშ ცდილობდა თავიდან აეცილებინა პირდაპირი დარტყმები იემენზე, რადგან ესკალაციის რისკი არსებობს რეგიონში, სადაც ისედაც დაძაბული სიტუაციაა, რადგან ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება, მაგრამ საერთაშორისო გემებზე მიმდინარე თავდასხმებმა კოალიცია აიძულა ემოქმედა.