შეხვედრის შემდეგ “მანქანამ” მედიასთან ისაუბრა.
“დიახ, მე მანქანა ვარ! სიმართლეა, რომ თავს უკეთესად ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერს ახლა ვიწყებ. მე ქართველი ვარ და ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ.
ხალხი ფიქრობს, რომ მე მოჭიდავე ვარ. ამერიკაში რომ ჩამოვედი, ჯერ ვვარჯიშობდი კრივის დარბაზში, სანამ სერა-ლონგოს გუნდი აღმოვაჩინე. მაშინ ჯერ მშენებლობაზე ვმუშაობდი, ახლა კი პროფესიონალი მებრძოლი ვარ და მუდმივად განვითარებაზე ვფიქრობ
დაუმარცხებელი არავინაა, მართალია ჩემპიონი ვარ, მაგრამ ერთი საბმიშენი ერთი ნოკაუტი და შესაძლოა, ყველა დამარცხდეს”, – განაცხადა დვალიშვილმა.
