გახარიას პრობლემა იმაშია, რომ არ ლაპარაკობს და თუ არ ლაპარაკობს, გაუგებარია, რაზე უნდა ედებატოს ბიძინა ივანიშვილს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევამ გიორგი გახარია პოლიტიკური დისკუსიის მთავარ ობიექტად აქცია. ყოფილ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს როგორც ოპოზიცია, ისე – “ქართული ოცნება”. მიზეზი გიორგი გახარიას ის ნაბიჯებია, რომელიც მან თანამდებობაზე ყოფნისა და პოსტიდან წასვლის დროს გადადგა.
ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს თუ აქვს რაიმე სათქმელი, საჯაროდ უნდა თქვას.
როგორც “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი განმარტავს, გახარია არ ლაპარაკობს, რაც მისი მთავარი პრობლემაა და მისთვის გაუგებარია, თუ აქამდე არ ლაპარაკობდა, ივანიშვილს რაზე უნდა ედებატოს.
“გახარიას პრობლემა იმაშია, რომ ის არ ლაპარაკობს. გახარია რომ წავიდა, მას არცერთი მინისტრი არ გაჰყვა. როგორ აღმოჩნდა, რომ პრემიერი იყო და გუნდში, მინისტრებში მისთვის ერთგული არცერთი ადამიანი არ იყო, ყველა ს მიმართ აღმოჩნდა ერთგული. მე მგონი, მას აქვს ნამდვილად სათქმელი და ის, რომ არ ლაპარაკობს, ჩემთვის ცოტა უცნაურია, მაგრამ თუ არ ლაპარაკობს, რაზე უნდა ედებატოს [ბიძინა ივანიშვილს]?
“ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაზე მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ მელიას გამო გადადგა, აბა, ვის გამო გადადგა? მე ისეთი ცუდი მეხსიერება არ მაქვს, რომ 2 წლის წინანდელი ამბები დამავიწყდეს – მარტო მელია იყო მიზეზი. ახლა კი ამბობს გახარია, რომ სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ ამას მტკიცებულებები სჭირდება”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება