“2011 წლის 26 მაისი კობახიძის მამამ მოაწყო, რატომ არ იჭერთ?” – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ ირაკლი კობახიძის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მამამ თავად დაპატიჟა, რომ 2011 წელს, 26 მაისის აქციაზე დედაქალაქში ყოფილიყო. იმ შედეგების გამო კი, რაც მაშინდელ აქციას მოჰყვა, მიხეილ სააკაშვილმა ის დაიჭირა და “კობახიძის მამა მიტინგიდან გაიპარა”.
მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ აქციაზე, დღეს, 25-ჯერ 5 ათასი და ცოტა მეტი ადამიანი იყო და თუ კობახიძემ დათვლა არ იცის, “უნდა დაანებოს პრემიერობას თავი”.
იქ რამდენი იყო? 5 ათასი? როგორც კობახიძე ამბოს? – არა, 25-ჯერ 5 ათასი და ცოტა მეტი. პრემიერმა, რომ დათვლა არ იცის, იმან უნდა დაანებოს პრემიერობას თავი. დათვლა უნდა იცოდეს დათვლა, დათვლა უნდა იცოდეს პრემიერმა. მე მათემატიკოსი ვარ, მოვიდეს და ვასწავლი.
საერთოდაც კუნთებზე ნუ იჭიმება იმიტომ, რომ როგორც კი კობახიძეს მიხსენებთ, მაგონდება 2011 წლის 26 მაისი მოაწყო კობახიძის მამამ. დაიჭირეთ კობახიძის მამა, რატომ არ იჭერთ. მე ვამბობ, მოვიდეს კობახიძის მამა და მითხრას – მე არ მომიწყვია – პირადად მან დამპატიჟა მე, რომ ვყოფილიყავი ქალაქში 2011 წლის 26 მაისს. ის მოაწყო კობახიძის მამა, ის მიტინგი, მერე საღამოს რაც მოხდა და გვიან, რა ფატალური შედეგიც დადგა. მე მიხეილ სააკაშვილმა დამიჭირა, შემაგდო ციხეში და კობახიძის მამა გაიპარა მიტინგიდან და კარაქიანი პური ჭამა სახლში. ეგ არის კობახიძე, ძალიან ნუ იჭიმება და დათვლა ისწავლოს,” – განაცხადა მურმან დუმბაძემ.