21 პოლიციელი და 6 დემონსტრანტი კლინიკაში გადაიყვანეს – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის ს პარალელურად მიმდინარე დემონსტრაციაზე, დაშავდა 60-მდე ადამიანი. მათი ნაწილი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
საავადმყოფოებში გადაყვანილი ადამიანებიდან:
· 21 პოლიციელია;
· 6 დემონსტრანტი.
„ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
4 ოქტომბერს თვითმმართველობის საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. პირველადი წინასწარი მონაცემებით, ყველგან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.
არჩევნების პარალელურად თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დემონსტრაცია იმართება.
დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.
ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი.
„ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის“ სურვილით აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით დაიგეგმა 4 ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა. არჩევნები 20:00 საათზე დასრულდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა