განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ ს ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა – “ლელო”

“ლელო – ძლიერი საქართველო” აჯამებს თვითმმართველობის ს შედეგებს და იმ მოვლენებს, რომლებიც არჩევნების პარალელურად, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა.
პარტიაში მადლობას უხდიან საკუთარ ამომრჩეველს და აცხადებს, რომ აგრძელებენ ბრძოლას “რუსული რეჟიმის” წინააღმდეგ. პარალელურად, ისინი აკრიტიკებენ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მოქალაქეებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.
“გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც გვენდო და ამ უთანასწორო ბრძოლაში გამოგვყვა ამ არჩევნებში, მიუხედავად დიდი წნეხისა. მათ ვინც გამოგვყვა რწმენით, რომ არჩევნებით და მტკიცე, ქუჩის მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების ცვლილება არის ის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომელსაც “ძლიერი საქართველო – ლელო” მიჰყვება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს პრინციპული და სწორი გადაწყვეტილებაა. რუსული ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ეს რთული ამოცანაა, თუმცა ჩვენი სტრატეგია ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნდა ამ პროცესის დასაწყისში და ასე გვწამს ახლაც – ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი ხედვა. საარჩევნო პროცესი, დღეს ურთულესი იყო – უთანასწორო ბრძოლის ველი, რუსული რეჟიმის პირობებში. დღეს ჩვენ ვნახეთ სისტემური გაყალბების ფაქტები – “კარუსელი”, მოსყიდვა და მუქარით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა. ჩვენი ამოცანა იყო არ მიგვეცა “ქართული ოცნებისთვის” საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ძალაუფლების მიტაცებისა და გამყარების საშუალება. რუსული რეჟიმის მიზანი იყო დემოკრატიული პროევროპული პარტიების პროცესიდან გათიშვა და ამით თბილისისა და საქართველოს რეგიონების სრულად მიტაცება. განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ არჩევნებამდე 8 თვით ადრე დაწყებული ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა ოპოზიციის იმ ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესის სათავეებთან იდგნენ. ამ განაცხადმა გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი აზრის არასწორად ფორმირებაზე და შესაბამისად, მთელ პოლიტიკურ პროცესზე, რომელმაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მისცა “ქართულ ოცნებას” მიეტაცებინა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ხმა, ვინც არ შემოვიდა ამ ბრძოლაში. ჩვენს მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც კონსტიტუციური გზით და უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევთ!”, – ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, “ლელო – ძლიერმა საქართველომ” 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ჯამში, 14 835 ხმა მიიღო, რაც მონაწილე ამომრჩევლების 6.014%-ია. ამ მაჩვენებლით პარტია მე-2 ადგილზე გავიდა “ქართული ოცნების” შემდეგ, რომელმაც 20 9594 ხმა მიიღო – აქტივობის 84.971%

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?