თამთა მიქელაძე: თბილისში ამომრჩევლების რაოდენობა აღწევს 1 043 482 ადამიანს. ს პირველადი მონაცემებით, კალაძემ მიიღო 214 575 ადამიანის ხმა

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში -ს ოფიციალურ შედეგებს ეხმიანება და წერს, რომ პირველადი მონაცემებით, კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ მეხუთედი უჭერს მხარს:
მხოლოდ ცესკოს ოფიციალურ შედეგებს რომ შევხედოთ:
თბილისში ამომრჩევლების რაოდენობა აღწევს 1 043 482 ადამიანს.
დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 324 281 ( ანუ 31, 08%-მა).
აქედან ცესკოს პირველადი მონაცემებით, კალაძემ მიიღო 214 575 ადამიანის ხმა.
ანუ კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ 20.56% უჭერს მხარს.
მხოლოდ მეხუთედი ამომრჩევლის მხარდაჭერა არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ თბილისის რეზისტენტულობას ისევ აჩვენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს