არ მომეწონა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები – მარტივია, მეც გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, მე რა ვიცი, შეიძლება გადატრიალებას გეგმავდა, შეიძლება რაღაც სხვას გეგმავდა, ფაქტია, რომ კარგს არაფერს გეგმავდა, იმიტომ, რომ დღეს აგერ ვდგავართ და არაფერი გამოვიდა

არ მომეწონა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები – მარტივია, მეც გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, მე რა ვიცი, შეიძლება გადატრიალებას გეგმავდა, შეიძლება რაღაც სხვას გეგმავდა, ფაქტია, რომ კარგს არაფერს გეგმავდა, იმიტომ, რომ დღეს აგერ ვდგავართ და არაფერი გამოვიდა
გუშინ ძალიან არ მომეწონა და არ მესიამოვნა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელსაც ერთგვარი სპეკულაციური ხასიათი ჰქონდა, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ახლა თითოეულ განცხადებას იმისთვის, რომ რეჟიმმა ეს არ გამოიყენოს ოპოზიციის და საპროტესტო საზოგადოების შიგნით შუღლის გასაღვივებლად. ახლა ამას ეცდება რეჟიმი, დამერწმუნეთ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მარტივია, რომ ზურაბიშვილის მსგავსად, ისიც გაემიჯნოს პროცესს და თქვას, რომ საერთოდ არ იცოდა, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, თუმცა, ამის ნაცვლად, ოპოზიციონერებმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩასჭიდონ.
“დღესაც გაემიჯნა პროცესს [ზურაბიშვილი], დღესაც პროვოკაცია უწოდა – რა მარტივია, უკაცრავად, მეც გამოვიდე ახლა და გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, თურმე გეგმა არ ჰქონია, მე რა ვიცი, შეიძლება გადატრიალებას გეგმავდა, შეიძლება რაღაცა სხვას გეგმავდა, ფაქტია, რომ კარგს არაფერს გეგმავდა, იმიტომ, რომ დღეს აგერ ვდგავართ და არაფერი გამოვიდა. და ეს უნდა გავაკეთოთ დღეს ოპოზიციურმა ლიდერებმა? თუ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ და ერთმანეთი დავიცვათ?” – აღნიშნა ბოკუჩავამ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია, სადაც იტყოდა, “4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ.”
“რაღაც წილი პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს, რა თქმა უნდა, ვინც აქ ვდგავართ დღეს, მაგრამ მთავარზე გვაქვს ასევე პასუხისმგებლობა და მე პირადად ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რასაც ყოველთვის ვამბობდი: ვერც ერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც ვამბობდი, 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, ვერც ერთ ჩემს ასეთ განცხადებას ვერ ნახავთ.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ