შსს-მ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება 4 მუხლით დაიწყო

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება 4 მუხლით დაიწყო.
“გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსიტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს”, – თქვა მან ბრიფინგზე.
მისი თქმით, აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და ძალადობრივში გადაიზარდა.
დარახველიძის განცხადებით, რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა შესახებაც ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.