ირაკლი კობახიძე ათონელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ყველა მონაწილე პირი პასუხისგებაში მიეცემა”.
“რაც ვიხილეთ ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში”, – თქვა მან.
ადგილზე გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი ყუმბარაც გაისროლა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლიც.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავა.
