“ოცნების” ცესკოს ვებგვერდზე გამოყვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში არსებული 584 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 541 (92.6%) უბნის მონაცემები.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, კახა კალაძე 71.5%-ით ლიდერობს.
ცესკოს მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს “ლელო – ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, 12,4%-ით.
ხოლო მესამე ადგილზე “გირჩის” კანდიდატი, იაგო ხვიჩია იკავებს, რომელმაც ამ დროისთვის დათვლილი ხმების 7.5% მიიღო.
სხვა მსხვილ ქალაქებში, ცესკოს მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ბათუმი (დათვლილია უბნების 90%):
გიორგი ცინცაძე, “ქართული ოცნება” – 80.5%
გოჩა გოგუნავა, “გახარია საქართველოსთვის” – 10.3%
კახაბერ ცისკარიძე, “გირჩი” – 4.3%
ქუთაისი (დათვლილია უბნების 77.9%):
დავით ერემეიშვილი, “ქართული ოცნება” – 85.8%
პაატა ზაქარეიშვილი, “გახარია საქართველოსთვის” – 8.1%
გიორგი ამაღლობელი, “გირჩი” – 6.0%
რუსთავი (დათვლილია უბნების 95%):
ნინო ლაცაბიძე, “ქართული ოცნება” – 91.9%
თამარ კეკენაძე, “გახარია საქართველოსთვის” – 8.0%
