შალვა პაპუაშვილი – დღეს კიდევ ერთხელ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია – ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, ერთად გავიმარჯვეთ ყველამ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი დადგა, როგორც კლდე

დღეს კიდევ ერთხელ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია. მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, მიუხედავად, მათ შორის, ამ დღეებში ჩვენი ტვინების არევის მცდელობისა, საინფორმაციო თავდასხმისა შიგნიდან თუ გარედან, ქართველი ხალხი დადგა, როგორც სალი კლდე და არ გაატარა არავინ იმ სუვერენიტეტის ზღვარს მიღმა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილმა ს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, ერთად გავიმარჯვეთ ყველამ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი დადგა, როგორც კლდე და ეს არის მომენტები, როდესაც ჩვენი ისტორია იქმნება და დღეს კიდევ ერთხელ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია. მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, მიუხედავად, მათ შორის, ამ დღეებში ჩვენი ტვინების არევის მცდელობისა, საინფორმაციო თავდასხმისა შიგნიდან თუ გარედან, ქართველი ხალხი დადგა, როგორც სალი კლდე და არ გაატარა არავინ იმ სუვერენიტეტის ზღვარს მიღმა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, ამიტომ მადლობა თითოეულ ქართველს, რომელიც დღეს წავიდა არჩევნებზე, მისცა ხმა და იყო მონაწილე დემოკრატიული პროცესისა, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების მანდატის გადაცემა რჩეულებისთვის და მინდა მივულოცო, უპირველეს ყოვლისა, კახა კალაძეს. მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევა არის, რომ ის შედეგი, რომელიც ჩვენ თბილისში ვაჩვენეთ და მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც საქართველოში ვაჩვენეთ და დანარჩენ 63 მერს მინდა მივულოცო ეს გამარჯვება. ვიცი, რა შრომა დევს ამ გამარჯვებაში, ვიცი, როგორი მხარდაჭერა დევს ამ გამარჯვებაში და ეს არის ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, რომელიც ხალხთან ერთად მოვიპოვეთ.
რა თქმა უნდა, , რომელიც ამ დიდი გამარჯვების სულის ჩამდგმელი და იდეის განმსაზღვრელი არის, ეს სალი კლდე, ამას სჭირდება გამაგრება და მთავარი ადამიანი, ვინც ჩვენ გვაერთიანებს და გვამაგრებს, არის ბიძინა ივანიშვილი და მადლობა იმ დიდი გამარჯვებებისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ხედავს უკვე მერამდენე ა.
ქართველი ხალხი ვერ დამარცხდება ვერასდროს, სანამ ჩვენ ჩვენს მამულს, ჩვენს ენას, ჩვენს სარწმუნოებას ვატარებთ ჩვენს გულში და სანამ ვიდგებით სალი კლდესავით ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცავად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.