ისრაელის საელჩო დეისაძეზე: “უფლებების დამცველი” ანტისემიტი აღმოჩნდა

საქართველოში ს საელჩო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მომღერალ ერეკლე დეისაძის კომენტარებს ეხმიანება და მას “ამაყ ანტისემიტსა” და “სამარცხვინო პიროვნებას” უწოდებს.
დეისაძემ სოცილური ქსელი Facebook-ის ერთ-ერთ პოსტზე კომენტარებში დაწერა: “ისრაელი არის ოკუპანტი სახელმწიფო […] მე არ მაქვს მათ მიმართ თანაგრძნობა, ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს”.
ისრაელის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს დეისაძის კიდევ ერთი კომენტარი: “შენი ურია დედა მოვტ*ან”.
ისრაელის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ დეისაძის რეალური სურვილი ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაციაა და მისი სიტყვები დაგმობილი უნდა იყოს.
“ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი “ადამიანის უფლებების დამცველი” ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა… გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა “სიონისტის” განადგურებისკენ მოუწოდებთ, რაც ძირითადად ისრაელის ყველა მოქალაქე და მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობაა. 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 1400 ისრაელელი ყველაზე სასტიკი ფორმით მოკლეს და 240 ადამიანზე მეტი გაიტაცეს სისხლისმსმელმა ტერორისტებმა, ისრაელი იძულებული იყო ემოქმედა ისე, როგორც ნებისმიერი ერი მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში – საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შეებრძოლებოდა ველურ ტერორისტებს, ვინც ამაყობს ბავშვების მოკვლით და გოგონების გაუპატიურებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ სწრაფად გავიაზრეთ, რომ ზოგიერთის რწმენით, როდესაც საქმე ეხება ისრაელელებზე თავდასხმას, მათ წამებას, დასახიჩრებას, გაუპატიურებას, თავდაცვის უფლება ჩვენთვის არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ თუ ხარ ისრაელელი ან ებრაელი შენ ამას იმსახურებ მხოლოდ იმის გამო, ვინც ხარ. როდესაც პოლიტიკური კრიტიკა ცალმხრივია და შთაგონებულია “ჰამასის” სასაუბრო თეზისებით, ხშირად ბევრი დრო არ სჭირდება რეალური ზრახვების გამოაშკარავებას და ეგრეთ წოდებული აქტივისტების მიერ ებრაელების მკვლელობის ღია მოწოდებების ამოტივტივებას საჯარო სივრცეში. ეს ერეკლე დეისაძეა. ამაყი ანტისემიტი. არ აგერიოთ: თუ მისი სურვილი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება იქნებოდა, მაშინ ის დაგმობდა “ჰამასს”, რომელიც ღიად ქადაგებს ისრაელელების მკვლელობას და ამავდროულად ჩაგრავს და შეურაცხყოფს პალესტინელებს. მაგრამ როდესაც თქვენი რეალური სურვილი “ყველა სიონისტის განადგურებაა”, ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია და ებრაელების სიკვდილი, ასეთი ფაქტები თქვენთვის არაა რელევანტური. ეს სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი”. – წერს ისრაელის საელჩო.
ირაკლი დეისაძე სოციალურ ქსელში ღიად გამოხატავს პალესტინის მიმართ მხარდაჭერას და აკრიტიკებს ისრაელს ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო.
“იმედია მალე მოვესწრები ამ ბოროტების ჩამდენი ქვეყნების დასამარებას. მათი ინტერესების გამტარებს კი დედის##### -ს გისურვებთ”. – წერს დეისაძე საკუთარ FACEBOOK გვერდზე.
საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, 7 იანვარს ერეკლე დეისაძემ ორბელიანის მოედანზე ჩატარებული კონცერტის დროსაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და თქვა: “სლავა პალესტინე!”.