ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს – მამუკა ხაზარაძე

პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
ხაძარაძე ამბობს, რომ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.
ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ – წერს მამუკა ხაზარაძე.
“ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ თ, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს – ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ და მტკიცედ გვწამს ამის! ძალადობა მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამასთან პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს.
აქვე, ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ!
ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია – საზოგადოება გახლეჩილი. ერთადერთი სწორი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნაა!”, – წერს მამუკა ხაზარაძე.