როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ელჩი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ოლიგარქად მოიხსენიებს, ფუნქციების მითითება სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა –

მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დანიის ელჩის მიერ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოხსენიებასა და მის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას.
ს თქმით, ელჩი ახლა პოზიციას იცვლის და არათანმიმდევრულია.
„სიტყვა ოლიგარქს ისე ატრიალებთ, რომ მისი სამართლებრივი შეფასება არც კი იცით, როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას უცხო ქვეყნის ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ასე მოიხსენიებს, ვალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, ამ ელჩს მიუთითოს მისი ფუნქციები რით იწყება და რით მთავრდება საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ამ სუვერენულ სახელმწიფოშია ელჩი და არა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არც ერთი ელჩისგან არც ერთ ვანდალურ ქცევაზე მათ შორის ოპოზიციის მხრიდან არც ერთი შეფასება არ მოგვისმენია, ამაზე გაამახვილეთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ახლა ის პოზიციას ცვლის, ეს არის ელჩის მხრიდან არათანმიმდევრული საქციელი და მას უწევს ეს. განცხადებაშიც წავიკითხეთ, რომ აღარ უნდა მედიადისკუსიის საგანი გახდეს მისი ეს განცხადება. მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ეს ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი და მათ შორის პოლონეთიც მიგრანტთა მიღებას ამკაცრებს არა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, არამედ, მის მიერ მიღებული „მიგრაციული პაქტის” გამო, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს

მსგავსი ბრალდებით დადანაშაულებული იყო ერაყი და სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო მოხდა სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება

ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა