სალომე ზურაბიშვილი – ახლა რაც ხდება, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარითაა დაგეგმილი – ეს არის მცდელობა, რომ მშვიდობიანი პროტესტი დაშალონ

აქ ვინც დგას, არავის სჯერა სასწაულების, აქ ვინც დგას არ სჯერა პროვოკაციების, ახლა რაც ხდება, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ დღეს რაც ეწინააღმდეგება ნამდვილად რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ეს ან დაშალონ ან გააქციონ აქედან, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისულმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უნდა გაგრძელდეს და ხვალ ბევრად მეტი ადამიანი უნდა მივიდეს რუსთაველზე.
„აქ გადახედეთ, მთელი ეს ხალხი, რომელიც აქ დგას იმისთვის, რომ გააპროტესტოს დღევანდელი და გააგრძელოს ის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც 310 დღე გრძელდება – აქ ვინც დგას, არავის სჯერა სასწაულების, აქ ვინც დგას, არ სჯერა პროვოკაციების. ახლა რაც ხდება იქითკენ, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ დღეს რაც ეწინააღმდეგება ნამდვილად რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ეს ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან. მთავარია, რომ აქ გაგრძელდეს დგომა, მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვრებიან. მე აქ ვიქნები ხვალ და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალაც, რომ ეს პროვოკაცია დასრულდეს მშვიდობიანი პროტესტის გამარჯვებით დღეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას