პაატა ბურჭულაძე – ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს

ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
პაატა ბურჭულაძემ დაასახელა „ქართული ოცნების“ ექვსი ლიდერი, რომლებიც „სასწრაფოდ უნდა დაატყვეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მათ ჩააბარონ.
„როგორც კი ისინი გადაუხვევენ [ამ გზიდან], ისინი ემორჩილებიან ბანდიტებს და ხუნტას. მათ გასაგონად ხმა უნდა მივცეთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ „ოცნების“ წევრ ექვს ადამიანზე, ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს და მოვითხოვოთ მათი სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია