„მინდა მოვუწოდო აქციის ყველა მონაწილეს, რომ არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას“ – ლევან იოსელიანი

„იმედი“ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის კომენტარს ავრცელებს:
„მინდა მოვუწოდო აქციის ყველა მონაწილეს, რომ არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას, არ გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე და ამავე დროს, მოვუწოდებ პოლიციას მაქსიმალურად დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება. ასევე, უზრუნველყოს მათი შეკრების თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ძალიან სამწუხარო პროცესებს ვადევნებთ თვალყურს. ამიტომ, ეს პროპორციულობა უნდა იყოს დაცული როგორც აქციის მონაწილეების მხრიდან, ისე საპოლიციო ძალების მხრიდან“

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან