ათონელის რეზიდენციასთან “ტვ პირველის” ოპერატორი გაზით მოწამლეს

ათონელის რეზიდენციასთან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს “ტვ პირველის” ოეპრატორი, ნიკო კოკაია სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფების გაზის კაფსულებით მოიწამლა. “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფის წევრს ამ წუთებში, სასწრაფო დახმარების ექიმები პირველად დახმარება უწევენ.
ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.
სპეციალური რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ ე.წ. წიწაკის სპრეის, ადგილზე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულაც.
სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე მოქალაქემ პრეზიდენტის სასახლესთან არსებული ღობე გაარღვიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან