RFE/RL: აშშ-ში ელჩი თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს

საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი -ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და “ღრმა შეშფოთება” გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. გამოცემას ეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა წერილობით პასუხში უთხრა.
თამარ ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს “ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების” შესახებ.
“ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული”, -ნათქვამია რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ წერილში.
საელჩოს სპიკერის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა “სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მ 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ ამტკიცებს, რომ “ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩო საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს აფინანსებს”. მდინარაძემ ამ კონსპირაციაზე პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
მდინარაძის მტკიცებით, “დაახლოებით 95-98%-ის შემთხვევაში, ეს თანხა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, მათ რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანებს ხმარდება”.