ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირმა და პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ

ევროკავშირმა და პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ სუმის ოლქში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ დარტყმას.
„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, მაშინ, როდესაც მისი ხალხი ს ბარბაროსობის შედეგად კვლავ ტანჯვას განიცდის. შოსტკას რკინიგზის სადგურიდან გავრცელებული შოკისმომგვრელი კადრები რუსეთის წინდაუხედავ მზაობას აჩვენებს, რომ სამოქალაქო პირები მიზანში ამოიღოს. ევროკავშირმა და მისმა გლობალურმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, სანამ ის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ დათანხმდება“, – წერს X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს რუსებმა სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკას რკინიგზის სადგურს დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა.