არ შეიძლება, რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ – ვოლოდიმირ ზელენსკი

“არ შეიძლება, რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი რევანშისთვის ემზადება, უკრაინა კი გეგმავს, რომ ეს არ დაუშვას.
მისი თქმით, საჭიროა, რომ უკრაინის გეგმები პარტნიორების შესაძლებლობებს ემთხვეოდეს.
“არ დავუშვათ კონფლიქტის გაყინვა, არ მივცეთ რუსეთს საშუალება მოემზადოს ძლიერი კონტრშეტევისთვის. ერთ წელიწადში, ორში, სამში, ხუთში, არ მივცეთ ამის საშუალება. სანამ ომი დასრულდება, არ მივცეთ მათ შესაძლებლობა, გაზარდონ თავიანთი წარმოება, არ მივცეთ რუსეთს საშუალება, ამ წელს გაყინონ კონფლიქტი, რომ მათმა სამხედროებმა შეძლონ ძლიერად მომზადება ომისთვის. ომის გაყინვის შემთხვევაში, სანქციები, დროის განმავლობაში, შესუსტდება და გაჩნდება ახალი რიტორიკა: “რისთვისაა ახალი სასანქციო პაკეტი საჭირო, თუ საბრძოლო ქმედებები არ არის?”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ლატვია უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
“დღეს, მე ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტს დახმარების შემდეგი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს ჰაუბიცებს, 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, რაკეტებს, ყუმბარებს, ვერტმფრენებს, დრონებს, საკომუნიკაციო მოწყობილობებს, გენერატორებსა და აღჭურვილობას. სეიმმა მხარი დაუჭირა 500 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფას რეკონსტრუქციის პროგრამისთვის სამი წლის განმავლობაში. სწორედ ეს პროგრამა იქნება კონცენტრირებული ჩერნიგოვის რეგიონზე”, – აცხადებს ედგარს რინკევიჩსი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება