შესაძლებელია, წინ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, ის, რაც ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა – მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ შესაძლებელია, “ვანდალიზმის შემდეგ, წინ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა და დარბევა”.
მისივე თქმით, საპატრიარქო მიესალმება ინიციატივას, დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა კანონის ჩარჩოში მოექცეს:
“ჩვენ ვნახეთ, შობის დღეებში, რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო. პრინციპში, შექმნეს კიდეც [სკანდალი]. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა, ეს არის სახე და გამოხატულება იმისა, რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე იმ ხალხისა, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. შესაძლებელია, წინ ჩვენ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე, ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში, ფარულად თუ ხილულად, მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში, ყველა მათგანის სათანადო მხილება მოხდება.
მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული.
ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი. დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი. ეს ძალიან ცუდი ნიშანია ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისათვის. სტალინთან წმინდა მატრონას შეხვედრა მითი უფროა, ვიდრე – დადასტურებული ფაქტი.
განცხადებები, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე ვრცელდება, ეს არის ყოველთვის პატრიარქთან შეთანხმებული,”- აცხადებს დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა