ჰააგის სასამართლოში წაყენებულ ბრალდებებს დღეს უპასუხებს

ისრაელი ჰააგის სასამართლოში თავის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს დღეს უპასუხებს. საქმე ეხება სამხრეთ აფრიკის სარჩელს, რომელშიც საუბარია ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდზე.
სამხრეთ აფრიკამ გუშინ მოსამართლეებს სთხოვა, დააწესონ გადაუდებელი ზომები და დაავალონ ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა. სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ს საჰაერო და სახმელეთო შეტევა მიზნად ისახავს ღაზის სექტორის მოსახლეობის განადგურებას.
ისრაელი გენოციდთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკა ასრულებს “ჰამასის“ პოზიციის გამხმოვანებლის როლს, რომლის მიზანიც ისრაელის განადგურებაა.
ისრაელის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მათი არმიის სამიზნე “ჰამასის“ ბოევიკები არიან და არა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა.
Reuters-ი წერს, რომ სასამართლო, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას შესაძლო გადაუდებელ ზომებთან დაკავშირებით, მაგრამ არა გენოციდის ბრალდებებზე – ამ პროცესს შეიძლება წლები დასჭირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს