12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.15%-ია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 12:00 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 602 445 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის – 17.15%-ია.
-ს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი კვლავ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია.
-ს მონაცემების მიხედვით, 12:00 საათის მონაცემებით თბილისში 134 902 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12.93%-ია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით თბილისში 158 675 ამომრჩეველი იყო მისული – 15.8%.
ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.
ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით 17.72% იყო – 619 562 ამომრჩეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს