ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ასე ცოტა სპეცრაზმელი ამხელა აქციისას პირველად ჰყავთ. ე.წ. არჩევნებია, ყველა უბანზე საპატრულო ეკიპაჟი ჭირდებათ, რეგიონებშიც ჭირდებათ, ვერ დატოვებენ ისე, ცესკოსთან სჭირდებათ, უნდა დაიცვან ბიძინას სასახლე, დასაცავია პარტიის ოფისი და კალაძის პარტიული შტაბი, საკონტროლოა ავტობანები, საზღვეები, რუსთაველის ეს მონაკვეთი არაა მარტივი დასაცავი თან და ამდენი გამოცდილი კი არა, გამოუცდელი კადრიც არ ჰყავთ. ამიტომ, არიან შეშინებულნი და ამიტომ ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, მაგრამ წუხანდელმა მზადებამ კარგად აჩვენა როგორ ეშინიათ და რისი ეშინიათ.
შეშინებულმა, გამოუცდელმა სპეცრაზმელმა ბევრად მეტი გადაცდომა შეიძლება დაუშვას, ამიტომ სამმართველოს უფროსებო, თქვენზე იქნება პასუხისმგებლობა, თუ უკანონო ბრძანებებს გასცემთ, თუ უკანონო აღჭურვილობა იქნება გაცემული!
“გეკას” და მდინარაძის ბედი გადაწყვეტილია ისედაც, მაგათ ვეღარაფერი უშველის, თქვენი ბედი დევს სასწორზე.