რატომ არ ექნება გავლენა წყლის ტარიფის ზრდას პურის ფასზე – მალხაზ დოლიძის განმარტება

წყლის ტარიფის გაძვირება პურზე ფასების ზრდას არ გამოიწვევს, – ამის შესახებ პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.
მისი თქმით, წყლის ტარიფის გაზრდასთან ერთად, დაიკლო ელექტროენერგიის ტარიფმა და ამან ღირებულება დააბალანსა.
მალხაზ დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის სამ-ოთხთვიანი მარაგი არსებობს, როგორც ადგილობრივი, ისე – იმპორტირებული და, ახალ მოსავლამდე, ვარაუდობს, რომ პურზე ახლანდელი ტარიფი შენარჩუნდება.
“წყლის ტარიფის მატება საბოლოო პროდუქტზე ნამდვილად არ აისახება და შენარჩუნებული იქნება ის ფასები, რომელიც პურზე გვაქვს. ადგილობრივი წისქვილებიც მუშაობენ და აწარმოებენ ფქვილს. ამასთან, საქართველოში იმპორტირებული ფქვილიც არის, რაც აძლევს მეწარმეებს იმის საშუალებას, რომ, დღევანდელ ეტაპზე, პურის არსებული ფასები შენარჩუნდეს”, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა