ბაქოს საერთაშორისო წიგნის ფესტივალის მესამე დღეს მირზა ფათალი ახუნდოვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ბაქოს საერთაშორისო წიგნის ფესტივალის მესამე დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ სტენდზე გაიმართა მირზა ფათალი ახუნდოვის წიგნის „სამი კომედია“ პრეზენტაცია.
ქართულ-აზერბაიჯანული გამოცემა, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაისტამბა (გამომცემლობა „მერიდიანი“), წარადგინა მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ.
მან ისაუბრა ახუნდოვის შემოქმედების მნიშვნელობაზე როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ქართულ სტენდთან ასევე გაიმართა მოლაპარაკებები სამ აზერბაიჯანულ გამომცემელთან და ლიტერატურულ აგენტებთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი აზერბაიჯანულად ითარგმნოს და გამოიცეს ქართველი ავტორების: ერლომ ახვლედიანის, გიორგი ლობჟანიძის, ნოდარ დუმბაძის, სალომე ტაბატაძისა და მორის როსტიაშვილის ნაწარმოებები.
ბაქოს საერთაშორისო წიგნის ფესტივალი მნიშვნელოვანი კულტურული დიალოგისა და გამოცდილების გაცვლის პლატფორმაა, სადაც მწერალთა სახლმა და ქართველმა ავტორებმა აუდიტორიას ქართული ლიტერატურის თანამედროვე სახე წარუდგინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი