– 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 602 445 ადამიანი მივიდა – ამომრჩეველთა აქტივობა 17.15%-ია

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 602 445 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 17.15%-ია.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„12:00 საათისთვის, საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია.
ასევე გაცნობებთ, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი