დღეს ხდება წითელი ხაზის გავლება ერთი მხრივ, საქართველოს პატრიოტებს – დემოკრატებს, რომლებიც თავისი არჩევანით აფიქსირებენ საკუთარ ნებას და მეორე მხრივ, რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ პარტიებსა თუ ენჯეოებს შორის

დღეს ხდება წითელი ხაზის გავლება ერთი მხრივ, საქართველოს პატრიოტებს – დემოკრატებს, რომლებიც თავისი არჩევანით აფიქსირებენ საკუთარ ნებას და მეორე მხრივ, რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ პარტიებსა თუ ენჯეოებს შორის
დღეს რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს ის მომენტი, რომ ოფიციალურად ემიჯნებიან დემოკრატიას რამდენიმე პარტია და ენჯეოები, ამავე დროს, ეს არის სასარგებლო პროცესი ჩვენი დემოკრატიისთვის, ვინაიდან, ხდება ერთი მხრივ, სრულად წითელი ხაზის გავლება საქართველოს პატრიოტებს – დემოკრატებს, რომლებიც თავისი არჩევანით აფიქსირებენ საკუთარ ნებას და მეორე მხრივ, რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ ჯგუფებს, პარტიებსა თუ ენჯეოებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ის პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ჯგუფი, რომლებიც ს ჩაშლას ცდილობენ, ყველა დეფინიციით ექსტრემისტები არიან და ქართველი ხალხის დამოკიდებულებაც მათ მიმართ შესაბამისი იქნება. პაპუაშვილის თქმით, ქართული დემოკრატიისთვის სასარგებლო პროცესია, რომ ექსტრემისტებს მარგინალური კუთხე ექნებათ მიჩენილი.
“დღევანდელი დღის შემდეგ, ის პარტიები, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს და ცდილობენ, არჩევნები ჩაშალონ, ყველა დეფინიციით – არ არსებობს ქვეყანა, კონსტიტუციადა კანონმდებლობა, რომელიც მათ ამ ქმედებას არ უწოდებს ექსტრემიზმს – ასე რომ, დღევანდელი დღის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი”, სხვა ეს პარტიები, რომლებიც ცდილობენ არჩევნების ჩაშლას, იქნებიან ექსტრემისტი პარტიები და ის ენჯეოები, რომლებიც ასევე არ მონაწილეობენ არჩევნებში და მოუწოდებენ არჩევნების ჩაშლისკენ, იქნებიან ექსტრემისტი ენჯეოები. შესაბამისი იქნება ჩვენი და ქართველი ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ, როგორც ექსტრემისტების მიმართ და ასეთივე დამოკიდებულება ექნება ქართველ ხალხს იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შეეცდებიან მათ დაფინანსება – ისინი ჩაითვლებიან ექსტრემიზმის დამფინანსებლებად. ასე რომ ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის სასარგებლო პროცესი, როდესაც ექსტრემისტებს საკუთარი მარგინალური კუთხე მიეჩინებათ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ამომრჩეველი ენდობა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესსაც – რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით, არც ერთი პრობლემა არ გამოვლენილა

არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა-ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება