საერთაშორისო დამკვირვებელი: რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია. ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს

საერთაშორისო დამკვირვებელი: რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია. ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს
რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან პიერ ანტუან ჟილბერ ვიქტორმა.
მისი თქმით, ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს.
„ძალიან გაოცებული ვარ, განსაკუთრებით სამოქალაქო ჩართულობით. უამრავი ადამიანია მოხალისე, ვინც ხელს უწყობს ორგანიზებას. ვფიქრობ, ეს ევროპის ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის კარგი გაკვეთილია“, – აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.
Previous: დღეს ხდება წითელი ხაზის გავლება ერთი მხრივ, საქართველოს პატრიოტებს – დემოკრატებს, რომლებიც თავისი არჩევანით აფიქსირებენ საკუთარ ნებას და მეორე მხრივ, რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ პარტიებსა თუ ენჯეოებს შორის

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა