იგორ ნარმანია 20 კაცით თავს დაესხა 2 ადამიანს და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, იმიტომ, რომ „ნაცია“, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მათ შორის, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – მოძალადე

იგორ ნარმანია 20 კაცით თავს დაესხა 2 ადამიანს და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, იმიტომ, რომ „ნაცია“, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მათ შორის, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – მოძალადე
იგორ ნარმანია 20 კაცით თავს დაესხა ორ ადამიანს და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, იმიტომ, რომ „ნაცია“, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მათ შორის, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – მოძალადე, ფაქტებით და მტკიცებულებებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც არჩევანი დააფიქსირა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ყველაფერს ასახავს.
„მოხდა ასეთი რამ, რაც ფაქტებით დასტურდება – ეს ადამიანები იყვნენ მისულები მეტეხის მიმდებარედ, გამოვიდა მესანთლე ქალბატონი ეკლესიის მიმდებარედ და სთხოვა, გადაეყენებინათ მანქანები, რაზეც მათ უპასუხეს შეურაცხყოფით. ორი ადამიანი გამოესარჩლა ამ ქალბატონს და ოცმა კაცმა ორ ადამიანს სცემა. ოცი ორზე იყვნენ. თქვენ ცდილობთ, გაამართლოთ იგორ ნარმანია, რომელიც 20 კაცით თავს დაესხა ორ ადამიანს. მესანთლე ქალბატონი ეუბნებოდა გადააყენეთ მანქანაო, ამაზე შეურაცხყოფა მიაყენა ამ სამარცხვინო „ნაცმა“, რაზეც ორმა კაცმა მოახდინა რეაგირება – მიუთითეს, რომ შეურაცხყოფას ნუ აყენებდნენ ქალს „ნაცები“ და ამაზე 20 კაცი ურტყამდა ორ კაცს, ეს არის ფაქტები. 20 კაცი ორზე იყვნენ და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, ეგეც კი ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ „ნაცია“. 20 „ნაცი“ ორ მოქალაქეს რომ ურტყამდა, ეს ნორმალურია? ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე შეიძლება სპეკულაციების აგება? გამოძიება დადებს ფაქტებს და მტკიცებულებებს. რამდენი კაცი იყო ერთ მხარეს და რამდენი მეორე მხარეს, ეს დადგინდება მტკიცებულებებით,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: საერთაშორისო დამკვირვებელი: რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია. ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ამომრჩეველი ენდობა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესსაც – რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით, არც ერთი პრობლემა არ გამოვლენილა

არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა-ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება