თავისუფლების მოედანზე, სადაც დღევანდელი აქციისთვის მთავარი სცენა უნდა დამონტაჟდეს, საპოლიციო ძალების გადაადგილება შეინიშნება

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან, სადაც მთავარი სცენა უნდა დამონტაჟდეს, საპოლიციო ძალების გადაადგილება შეინიშნება.
ისინი მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილდებიან.
დღეს, რუსთაველის გამზირზე, 16:00 საათზე საპროტესტო აქციაა დაანონსებული. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრებაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდება. ისინი ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასაც“ აანონსებენ.