საერთაშორისო დამკვირვებელი ისტვან ჰოლიკი: საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია – პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი

საერთაშორისო დამკვირვებელი ისტვან ჰოლიკი: საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია – პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი
მთელი საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა, – აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი, უნგრეთის პარლამენტის წევრი ისტვან ჰოლიკი, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება. იგი აფასებს ელექტრონული ხმის მიცემის მოწყობილობებსაც.
„მეცხრე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებით, მთელი პროცედურა ძალიან გამჭვირვალეა, პროცესი მაღალი სიზუსტით არის ორგანიზებული. მთელი საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია. თუკი ხმის მიცემის ეს ელექტრონული მოწყობილობები კარგად მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა არჩევნებზე, ვფიქრობ, ისინი კარგად იმუშავებს ქართველი ხალხისთვისაც. ამ საარჩევნო სისტემით მთელი პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი“, – განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს